Monday, July 6, 2015

მეცხრე დღე

ვიმუშავე მერვე მოდულზე- სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. ტრენერმა მიმოიხილა პირველი და მეორე აქტივობა, რომელიც პორტფოლიოს შექმნასა და წარმოდგენის დაგეგმვას ეხებოდა.გამოყო პროექტის მთავარი დოკუმენტები.განიხილა სტრატეგია-'შავი და თეთრი ოპონენტი". გავეცანი მოსწავლეთა დასაწყვილებლად სასურველ აქტივობებს, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა.მესამე აქტივობაში-პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, განვიხილეთ დოკუმენტები: პორტფოლიოს რუბრიკა და უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა. მოვაწყეთ მასწავლებლების პროექტების გეგმების პრეზენტაცია პროექტორის გამოყენებით.გამოვთქვამდით მოსაზრებებს პროექტის გეგმებთან დაკავშირებით და ვპასუხობდით დასმულ შეკითხვებს.

1 comment:

  1. თქვენი პროექტი დასრულებულია, პროცედურების დეტალურად გაწერის შემდეგ იგი უფრო დაიხვეწება, შეფასების რუბრიკაც მზადაა, შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტიც, ფასილიტაციის მასალების არის პორტფოლიოში.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete