Monday, July 6, 2015
მეცხრე დღე
ვიმუშავე მერვე მოდულზე- სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. ტრენერმა მიმოიხილა პირველი და მეორე აქტივობა, რომელიც პორტფოლიოს შექმნასა და წარმოდგენის დაგეგმვას ეხებოდა.გამოყო პროექტის მთავარი დოკუმენტები.განიხილა სტრატეგია-'შავი და თეთრი ოპონენტი". გავეცანი მოსწავლეთა დასაწყვილებლად სასურველ აქტივობებს, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა.მესამე აქტივობაში-პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, განვიხილეთ დოკუმენტები: პორტფოლიოს რუბრიკა და უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა. მოვაწყეთ მასწავლებლების პროექტების გეგმების პრეზენტაცია პროექტორის გამოყენებით.გამოვთქვამდით მოსაზრებებს პროექტის გეგმებთან დაკავშირებით და ვპასუხობდით დასმულ შეკითხვებს.
Wednesday, July 1, 2015
მერვე დღე
დღეს ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. გავეცანით დოკუმენტს, დიფერენცირებულისწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები და გავიგე როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობის დროს. წავიკითხე დიფერენცირებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების სამუშაო ფურცელი.
ვიმუშავე თემაზე: თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში და განმავითარებელი შეფასების გამოყენება მისი განვითარებისთვის.საინტერესო იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების სწავლება პროექტებით და შესაფერისი სტრატეგიების შერჩევა.
Subscribe to:
Posts (Atom)