Monday, July 6, 2015

მეცხრე დღე

ვიმუშავე მერვე მოდულზე- სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. ტრენერმა მიმოიხილა პირველი და მეორე აქტივობა, რომელიც პორტფოლიოს შექმნასა და წარმოდგენის დაგეგმვას ეხებოდა.გამოყო პროექტის მთავარი დოკუმენტები.განიხილა სტრატეგია-'შავი და თეთრი ოპონენტი". გავეცანი მოსწავლეთა დასაწყვილებლად სასურველ აქტივობებს, რომელმაც ჩემი მოწონება დაიმსახურა.მესამე აქტივობაში-პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, განვიხილეთ დოკუმენტები: პორტფოლიოს რუბრიკა და უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა. მოვაწყეთ მასწავლებლების პროექტების გეგმების პრეზენტაცია პროექტორის გამოყენებით.გამოვთქვამდით მოსაზრებებს პროექტის გეგმებთან დაკავშირებით და ვპასუხობდით დასმულ შეკითხვებს.

ჩემი პროეტი

პროექტის პორტფოლიო

Wednesday, July 1, 2015

მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. გავეცანით დოკუმენტს, დიფერენცირებულისწავლება და ტექნოლოგიური ცხრილები და გავიგე როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობის დროს. წავიკითხე დიფერენცირებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების სამუშაო ფურცელი. ვიმუშავე თემაზე: თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში და განმავითარებელი შეფასების გამოყენება მისი განვითარებისთვის.საინტერესო იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების სწავლება პროექტებით და შესაფერისი სტრატეგიების შერჩევა.

Tuesday, June 30, 2015

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გავიგე, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.გავეცანი შეფასების ჩეკლისტებს.განვიხილეთ საკითხები: შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების კრიტერიუმები, მოსწავლის თვითშეფასების დღიურის წარმოება.გავიგე როგორ განვსაზღვრო შეფასება მოსწავლის ნაშრომისთვის,გავეცანი მიზნების დასახვის მახასიათებლის ოთხ დონეს.

Monday, June 29, 2015

დღე მეექვსე

დღეს ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე, რომელიც ეხებოდა სასწავლო ნიმუშების შექმნას.გავეცანით როგორ მოვახდინოთ მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის შექმნა.განვიხილეთ ბლუმი/გარდნერის დავალებები მოსწავლეთათვის.ავაწყე მოსწავლის პრეზენტაცია.

Friday, June 26, 2015

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ თემაზე: მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა. აქტივობის დროს-დაწყვილდი და გაუზიარე, ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაცანი ჩემს მეწყვილეს.შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთე Google-ში.გავუგზავნე კომენტარი მეწყვილეს, ვუპასუხე კომენტარზე. გავეცანი ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის და გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს.