Tuesday, June 30, 2015

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. გავიგე, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.გავეცანი შეფასების ჩეკლისტებს.განვიხილეთ საკითხები: შეფასების დაგეგმვის ცხრილი, შეფასების კრიტერიუმები, მოსწავლის თვითშეფასების დღიურის წარმოება.გავიგე როგორ განვსაზღვრო შეფასება მოსწავლის ნაშრომისთვის,გავეცანი მიზნების დასახვის მახასიათებლის ოთხ დონეს.

Monday, June 29, 2015

დღე მეექვსე

დღეს ვიმუშავეთ მეოთხე მოდულზე, რომელიც ეხებოდა სასწავლო ნიმუშების შექმნას.გავეცანით როგორ მოვახდინოთ მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის შექმნა.განვიხილეთ ბლუმი/გარდნერის დავალებები მოსწავლეთათვის.ავაწყე მოსწავლის პრეზენტაცია.

Friday, June 26, 2015

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ თემაზე: მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება და ბლოგზე ატვირთვა. აქტივობის დროს-დაწყვილდი და გაუზიარე, ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია გავაცანი ჩემს მეწყვილეს.შემდეგ პრეზენტაცია ავტვირთე Google-ში.გავუგზავნე კომენტარი მეწყვილეს, ვუპასუხე კომენტარზე. გავეცანი ინტერნეტის გამოყენებას კვლევისათვის და გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს.

Thursday, June 25, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეოთხე

დღეს ვიმუშავეთ მეორე მოდულზე - განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მოდელი. შევარჩიე და შევიტანე ჩემს გეგმაში შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ და შევადგინე თემატური პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Monday, June 22, 2015

დღე მესამე

ვისწავლე პროექტის დაგეგმვა სტანდარტის გათვალისწინებით. შევადგინე აქტივობები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ვივარჯიშე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაში.

Sunday, June 21, 2015

დღე მეორე

ვისწავლე ბლოგისა და პუბლიკაციების შექმნა და გამოქვეყნება. გავეცანი ბუკლეტის ნიმუშებს. ვიმუშავე ბუკლეტის შაბლონზე.

რეფლექსია

მინდა დავწერო პროექტი-ამინდზე დაკვირვება.